Logo

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 193 300 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინა
335
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 193 300 (+950) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.12.25-მდე: ტანკები – 11 432 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 758 (+0), საარტილერიო სისტემები – 35 232 (+27), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 573 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 263 (+1), თვითმფრინავები – 432 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 91 716 (+330), ფრთოსანი რაკეტები – 4 073 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 70 480 (+119), სპეციალური ტექნიკა – 4 027 (+0).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები