უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 227 440 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 227 440 (+1 020) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 19.01.26-მდე: ტანკები – 11 573 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 922 (+3), საარტილერიო სისტემები – 36 333 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 617 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 278 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 110 215 (+765), ფრთოსანი რაკეტები – 4 163 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 74 876 (+170), სპეციალური ტექნიკა – 4 045 (+1).





