უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 259 780 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 259 780 (+890) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.02.26-მდე: ტანკები – 11 694 (+9), ჯავშანტექნიკა – 24 069 (+6), საარტილერიო სისტემები – 37 470 (+41), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 652 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 303 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 348 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 142 113 (+1 705), ფრთოსანი რაკეტები – 4 314 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 29 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 79 500 (+205), სპეციალური ტექნიკა – 4 073 (+0).





