Logo

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 380 120 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინა
285
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 380 120 (+1 300) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.06.26-მდე: ტანკები – 12 014 (+4), ჯავშანტექნიკა – 24 728 (+1), საარტილერიო სისტემები – 43 865 (+78), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 861 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 417 (+1), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 636 (+8); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 344 869 (+2 218), ფრთოსანი რაკეტები – 4 733 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 105 850 (+352), სპეციალური ტექნიკა – 4 280 (+3).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები