Logo

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ფრონტზე 1 091 000 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინა
346
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 091 000 (+990) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.09.25-მდე: ტანკები – 11 172 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 262 (+1), საარტილერიო სისტემები – 32 606 (+29), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1483 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1217 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 57 851 (+347), ფრთოსანი რაკეტები – 3691 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 61 290 (+83), სპეციალური ტექნიკა – 3964 (+1).

Advertisement