უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 077 830 ჯარისკაცი დაკარგა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 077 830 (+890) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.08.25-მდე: ტანკები – 11 134 (+4), ჯავშანტექნიკა – 23 178 (+3), საარტილერიო სისტემები – 31 979 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1472 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1211 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 53 442 (+95), ფრთოსანი რაკეტები – 3598 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 59 769 (+97), სპეციალური ტექნიკა – 3950 (+2).
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 25 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით ფრონტზე 136 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. რუსებმა 43-ჯერ სცადეს პოკროვსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს