უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 202 070 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 202 070 (+840) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.12.25-მდე: ტანკები – 11 459 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 804 (+3), საარტილერიო სისტემები – 35 509 (+74), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 579 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 264 (+1), თვითმფრინავები – 434 (+2), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 95 334 (+537), ფრთოსანი რაკეტები – 4 107 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 71 454 (+180), სპეციალური ტექნიკა – 4 029 (+0).
თაგები:
უკრაინის გენშტაბი




