უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 225 590 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 225 590 (+1 130) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.01.26-მდე: ტანკები – 11 569 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 914 (+6), საარტილერიო სისტემები – 36 261 (+31), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 615 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 278 (+1), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 108 605 (+721), ფრთოსანი რაკეტები – 4 163 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 74 601 (+115), სპეციალური ტექნიკა – 4 044 (+0).
თაგები:
უკრაინის გენშტაბი




