უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 241 530 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 241 530 (+850) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.02.26-მდე: ტანკები – 11 627 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 981 (+1), საარტილერიო სისტემები – 36 802 (+25), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 633 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 291 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 121 217 (+1 083), ფრთოსანი რაკეტები – 4 205 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 76 585 (+146), სპეციალური ტექნიკა – 4 057 (+2).
თაგები:
უკრაინის გენშტაბი




