უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 269 500 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 269 500 (+980) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.03.26-მდე: ტანკები – 11 723 (+5), ჯავშანტექნიკა – 24 135 (+4), საარტილერიო სისტემები – 37 874 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 667 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 319 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 348 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 156 431 (+1 733), ფრთოსანი რაკეტები – 4 384 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 30 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 81 224 (+232), სპეციალური ტექნიკა – 4 078 (+2).





