უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 335 150 ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 335 150 (+1 120) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.05.26-მდე: ტანკები – 11 914 (+6), ჯავშანტექნიკა – 24 507 (+4), საარტილერიო სისტემები – 41 306 (+113), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 767 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 357 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 352 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 317 (+11); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 272 062 (+2 249), ფრთოსანი რაკეტები – 4 584 (+5).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 93 824 (+268), სპეციალური ტექნიკა – 4 168 (+17).





