Logo

უკრაინის გენშტაბი – ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია რუსეთის 18 000-ზე მეტი დრონი და 20 000 საარტილერიო სისტემა

უკრაინა
1295
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 694 950 (+1310) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 31.10.24-მდე: ტანკები – 9156 (+19), ჯავშანტექნიკა – 18 450 (+17), საარტილერიო სისტემები – 20 013 (+58), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1243 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 994 (+8), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 18 063 (+84), ფრთოსანი რაკეტები – 2627 (+2).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 27 961 (+121), სპეციალური ტექნიკა – 3570 (+3).

Advertisement