უკრაინის გენშტაბი – ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა 692 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 692 080 (+1360) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 29.10.24-მდე: ტანკები – 9129 (+9), ჯავშანტექნიკა – 18 404 (+9), საარტილერიო სისტემები – 19 917 (+45), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1241 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 984 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 17 939 (+72), ფრთოსანი რაკეტები – 2625 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 27 749 (+89), სპეციალური ტექნიკა – 3566 (+10).
