უკრაინის გენშტაბი – ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 208 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 208370 (+460) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 01.06.2023-მდე: ტანკები – 3804 (+2), ჯავშანტექნიკა – 7478 (+6), საარტილერიო სისტემები – 3474 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 575 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 333 (+0), თვითმფრინავი – 313 (+0), ვერტმფრენები – 298 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3131 (+7), ფრთოსანი რაკეტები – 1107 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6239 (+9), სპეციალური ტექნიკა – 458 (+4).
