უკრაინის გენშტაბი – ომის დაწყებიდან რუსებმა ფრონტზე 740 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 740 400 (+1740) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 30.11.24-მდე: ტანკები – 9463 (+5), ჯავშანტექნიკა – 19 355 (+12), საარტილერიო სისტემები – 20 909 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1253 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1019, თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 19 792 (+42), ფრთოსანი რაკეტები –2851 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 30 431 (+72), სპეციალური ტექნიკა – 3617 (+2).
