უკრაინის გენშტაბი – ომის დაწყებიდან რუსეთმა 699 090 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 1410 ბოლო ერთ დღეში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 699 090 (+1410) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.11.24-მდე: ტანკები – 9182 (+12), ჯავშანტექნიკა – 18 523 (+36), საარტილერიო სისტემები – 20 086 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1244 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 994 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 18 187 (+70), ფრთოსანი რაკეტები – 2629 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 28160 (+46), სპეციალური ტექნიკა – 3584 (+1).
