უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ერთ დღეში 1100-ზე მეტი ჯარისკაცი და 200 ერთეული ტექნიკა დაკარგეს


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 954 300 (+1110) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.05.24: ტანკები – 10 741 (+9), ჯავშანტექნიკა – 22 369 (+5), საარტილერიო სისტემები – 27 186 (+50), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1375 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1152 (+4), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 335 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 34 539 (+138), ფრთოსანი რაკეტები – 3196 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 46 882 (+132), სპეციალური ტექნიკა – 3 869 (+0).
თაგები:
უკრაინა