უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ერთ დღეში ფრონტზე 30 საარტილერიო სისტემა და 900-მდე ჯარისკაცი დაკარგეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 052 190 (+890) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 30.07.25-მდე: ტანკები – 11 066 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 065 (+1), საარტილერიო სისტემები – 30 895 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1451 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1202 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 48 685 (+100), ფრთოსანი რაკეტები – 3548 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 56 754 (+57), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 30 ივნისის საღამოს მონაცემებით, ფრონტზე 139 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მხოლოდ პოკროვსკის მიმართულებით მტერმა 48 შეტევა განახორციელა.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს