Logo

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ერთ დღეში თვითმფრინავი, საჰაერო თავდაცვის სისტემა და 1180 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინა
317
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 026 440 (+1180) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.07.25-მდე: ტანკები – 10 992 (+2), ჯავშანტექნიკა – 22 956 (+3), საარტილერიო სისტემები – 29 960 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1430 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1192 (+1), თვითმფრინავები – 421 (+1), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 43 825 (+216), ფრთოსანი რაკეტები – 3439 (+9).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 54 252 (+104), სპეციალური ტექნიკა – 3925 (+0). 

Advertisement