უკრაინის გენშტაბი – რუსებმა ერთ დღეში 1650 ჯარისკაცი და 140-მდე ერთეული ტექნიკა დაკარგეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 828 470 (+1650) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 25.01.24: ტანკები – 9859 (+7), ჯავშანტექნიკა – 20 545 (+37), საარტილერიო სისტემები – 22 309 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1263 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1050 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 23 213 (+51), ფრთოსანი რაკეტები – 3053 (+2).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 35 071 (+79), სპეციალური ტექნიკა – 3715 (+0).
