Logo

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის დანაკარგებმა 195 ათას ჯარისკაცს გადააჭარბა

უკრაინა
09.05.2023 / 11:00
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 195 620 (+650) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 09.05.2023-მდე: ტანკები – 3734 (+4), ჯავშანტექნიკა – 7258 (+4), საარტილერიო სისტემები – 3031 (+13), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 554 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 307 (+0), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2618 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 955 (+8). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5969 (+11), სპეციალური ტექნიკა – 388 (+4). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, გუშინ ბახმუტში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს ოკუპანტების პოზიციები, რომლებიც გამუდმებით ისროდნენ ქალაქის ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობიდან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები