უკრაინის გენშტაბი – რუსეთის დანაკარგებმა 270 ათას სამხედროს გადააჭარბა
უკრაინა
13.09.2023 / 09:51


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 270350 (+590) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 13.09.2023-მდე: ტანკები – 4584 (+16), ჯავშანტექნიკა – 8792 (+14), საარტილერიო სისტემები – 5902 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 766 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 517 (+2), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4650 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 1455 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 19 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 8444 (+31), სპეციალური ტექნიკა – 884 (+3).
