Logo

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის დანაკარგებმა 760 ათას სამხედრო მოსამსახურეს გადააჭარბა

უკრაინა
13.12.2024 / 09:15
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 760120 (+1390) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.12.24-მდე: ტანკები – 9537 (+5), ჯავშანტექნიკა – 19675 (+31), საარტილერიო სისტემები – 21078 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1253 (0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1023 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20176 (+65), ფრთოსანი რაკეტები – 2861 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 31177 (+50), სპეციალური ტექნიკა – 3642 (+0).

Advertisement