Logo

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში 300 ათას სამხედროს გადააჭარბა

უკრაინა
31.10.2023 / 10:54
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 300810 (+870) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 31.10.2023-მდე: ტანკები – 5211 (+21), ჯავშანტექნიკა – 9804 (+29), საარტილერიო სისტემები – 7227 (+25), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 844 (+10).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 562 (+3), თვითმფრინავები – 321 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5440 (+21), ფრთოსანი რაკეტები – 1546 (+2).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9590 (+35), სპეციალური ტექნიკა – 1016 (+2).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები