უკრაინის გენშტაბი – რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში 780 ათას სამხედროს გადააჭარბა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 780860 (+1540) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.12.24-მდე: ტანკები – 9630 (+2), ჯავშანტექნიკა – 19933 (+10), საარტილერიო სისტემები – 21357 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1256 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1031 (+1), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20971 (+63), ფრთოსანი რაკეტები – 3003 (+55).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 32180 (+63), სპეციალური ტექნიკა – 3667 (+0).
