
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 198 260 (+590) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 13.05.2023-მდე: ტანკები – 3751 (+6), ჯავშანტექნიკა – 7307 (+12), საარტილერიო სისტემები – 3095 (+27), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 561 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 314 (+2), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2665 (+29), ფრთოსანი რაკეტები – 970 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6011 (+15), სპეციალური ტექნიკა – 402 (+9).
გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 47-მდე შეტევა მოიგერია. ბრძოლის ეპიცენტრად კვლავ ბახმუტი და მარინკა რჩება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს