
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 234 040 (+600) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 09.07.2023-მდე: ტანკები – 4078 (+4), ჯავშანტექნიკა – 7964 (+11), საარტილერიო სისტემები – 4366 (+20), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 668 (+7).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 413 (+3), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 309 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3685 (+19), ფრთოსანი რაკეტები – 1271 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6929 (+15), სპეციალური ტექნიკა – 628 (+8)
გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე, გასულ დღეს 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს