Logo

უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
17.05.2022 / 11:07
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                     

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 27 900 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.                                      

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 17.05-მდე:  ტანკები – 1 235 (+7), ჯავშანტექნიკა – 3 000 (+35), საარტილერიო სისტემები – 578 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 198 (+3), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 90 (+1), თვითმფრინავი – 201 (+1), ვერტმფრენები – 167 (+2), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 109 (+8), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0),  ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 436 (+9), სპეციალური ტექნიკა – 43 (+1), საკრუიზო რაკეტები – 97 (+0).   

 

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები