Logo

უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
870
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, 18-დან 19 მარტამდე, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 1060 ჯარისკაცი დაკარგეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 64 საარტილერიო სისტემა, 100 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონი და 111 საავტომობილო ტექნიკა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 898 070 (+1060) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 19.03.24: ტანკები – 10 364 (+12), ჯავშანტექნიკა – 21 523 (+14), საარტილერიო სისტემები – 24 704 (+64), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1320 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1107 (+0), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 29 716 (+100), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 41 003 (+111), სპეციალური ტექნიკა – 3780 (+0).

Advertisement