Logo

უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
1099
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, 21-დან 22 მარტამდე, უკრაინასთან ომში რუსებმა 1210 ჯარისკაცი და 294 ერთეული ტექნიკა დაკარგეს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 902 010 (+1210) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.03.24: ტანკები – 10 403 (+9), ჯავშანტექნიკა – 21 609 (+20), საარტილერიო სისტემები – 24 944 (+96), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1327 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1111 (+0), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 30 338 (+258), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 41 425 (+166), სპეციალური ტექნიკა – 3782 (+0).

თაგები:

უკრაინა
Advertisement