
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 165 610 (+700) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 20.03.2023-მდე: ტანკები – 3 537 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 869 (+16), საარტილერიო სისტემები – 2 577 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 507 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 270 (+2), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 160 (1), ფრთოსანი რაკეტები – 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5416 (+8), სპეციალური ტექნიკა – 265 (+3).
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 83 თავდასხმა მოიგერიეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს