უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა გასული დღის განმავლობაში კიდევ 540 ოკუპანტი გაანადგურეს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 180590 (+540) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 13.04.2023-მდე: ტანკები – 3 646 (+0), ჯავშანტექნიკა – 7053 (+10), საარტილერიო სისტემები – 2 777 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 535 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 283 (+1), თვითმფრინავი – 307 (+0), ვერტმფრენები – 293 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2339 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5637 (+10), სპეციალური ტექნიკა – 320 (+1).
გენშტაბის ინფორმაციით, მრავალრიცხოვანი დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები შეტევას 4 მიმართულებით კვლავ აგრძელებენ.
