უკრაინის გენშტაბი – რუსეთმა დღემდე 748 950 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 1580 ბოლო ერთ დღეში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 748950 (+1580) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 05.12.24-მდე: ტანკები – 9506 (+13), ჯავშანტექნიკა – 19472 (+22), საარტილერიო სისტემები – 21023 (+21), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1253 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1020 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 19977 (+31), ფრთოსანი რაკეტები – 2855 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 30843 (+97), სპეციალური ტექნიკა – 3630 (+2).
