უკრაინის გენშტაბი – რუსეთმა კიდევ 910 ჯარისკაცი, 10 ჯავშანტექნიკა და 8 საარტილერიო სისტემა დაკარგა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
9 თებერვლის დილის მონაცემებით, უკრაინელმა დამცველებმა ბოლო დღის განმავლობაში კიდევ 910 ოკუპანტი გაანადგურეს. ასევე განადგურდა ათი ჯავშანტექნიკა, 8 საარტილერიო სისტემა და 6 რუსული დრონი.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 135010 (+910) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 09.02.2023-მდე: ტანკები – 3 255 (+2), ჯავშანტექნიკა – 6 468 (+10), საარტილერიო სისტემები – 2 244 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 463 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 232 (+4), თვითმფრინავი – 295 (+0), ვერტმფრენები – 285 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1967 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 121 (+9), სპეციალური ტექნიკა – 211 (+0).
