უკრაინის გენშტაბი – რუსეთმა უკვე 177 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 177 110 (+480) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 07.04.2023-მდე: ტანკები – 3 633 (+2), ჯავშანტექნიკა – 7016 (+3), საარტილერიო სისტემები – 2 722 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 533 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 281 (+0), თვითმფრინავი – 306 (+0), ვერტმფრენები – 292 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2291 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5587 (+13), სპეციალური ტექნიკა – 304 (+2).
ISW-ის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის ოლქის ავდიივკას მახლობლად 4000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, რომლებმაც წვრთნა ბელარუსში გაიარეს.
