უკრაინის გენშტაბი - რუსეთის დანაკარგებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე 993 ათას ჯარისკაცს გადააჭარბა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 993 910 (+1160) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.06.25-მდე: ტანკები – 10 889 (+2), ჯავშანტექნიკა – 22685 (+5), საარტილერიო სისტემები – 28794 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1406 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1180 (+3), თვითმფრინავები – 413 (+0), ვერტმფრენები – 336 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 39193 (+174), ფრთოსანი რაკეტები – 3 271 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 50913 (+101), სპეციალური ტექნიკა – 3 907 (+0).
თაგები:
უკრაინის გენშტაბი




