უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 260 500 (+720) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.02.26-მდე: ტანკები – 11 696 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 082 (+13), საარტილერიო სისტემები – 37 510 (+40), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 654 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 304 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 348 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 143 878 (+1 765), ფრთოსანი რაკეტები – 4 347 (+33).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 29 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 79 636 (+136), სპეციალური ტექნიკა – 4 073 (+0).





