უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 346 390 (+1 150) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.05.26-მდე: ტანკები – 11 935 (+4), ჯავშანტექნიკა – 24 569 (+12), საარტილერიო სისტემები – 42 085 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 788 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 379 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 352 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 388 (+7); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 291 458 (+1 780), ფრთოსანი რაკეტები – 4 626 (+41).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 96 540 (+185), სპეციალური ტექნიკა – 4 184 (+1).





