უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 226 420 (+830) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.01.26-მდე: ტანკები – 11 571 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 919 (+5), საარტილერიო სისტემები – 36 294 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 616 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 278 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 109 450 (+845), ფრთოსანი რაკეტები – 4 163 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 74 706 (+105), სპეციალური ტექნიკა – 4 044 (+0).
თაგები:
უკრაინის გენშტაბი




