Logo

უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში დღემდე 1 223 090 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 1 150 ბოლო ერთ დღეში

უკრაინა
162
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 223 090 (+1 150) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.01.26-მდე: ტანკები – 11 557 (+7), ჯავშანტექნიკა – 23 904 (+2), საარტილერიო სისტემები – 36 182 (+84), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 611 (+8).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 277 (+2), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 107 357 (+929), ფრთოსანი რაკეტები – 4 163 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 74 306 (+187), სპეციალური ტექნიკა – 4 042 (+0).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები