უკრაინის გენშტაბი - "სავასლეიკას" საჰაერო ბაზაზე სულ მცირე ერთი MiG-31 განადგურდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სავასლეიკას აეროდრომს დარტყმა მიაყენეს. განადგურდა ორი თვითმფრინავი, მათ შორის ერთი MiG-31 , - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საჰაერო ბაზა გამოიყენება უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. კერძოდ, ამ სამხედრო ობიექტიდან რეგულარულად აფრინდებიან MiG-31K გამანადგურებლები, რომლებიც "კინჟალის" აერობალისტური რაკეტების მატარებლები არიან.
"წინასწარი ინფორმაციით, მტრის ორი თვითმფრინავი იქნა განადგურებული (სავარაუდოდ, MiG-31 და Su-30/34 თვითმფრინავები). საბრძოლო სამუშაოების შედეგები ზუსტდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"სავასლეიკა" სამხედრო აეროდრომია რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში. სრული სახელწოდებაა სავასლეიკას ავიაბაზა. აეროდრომს იყენებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები, კერძოდ, საბრძოლო ავიაციის ეკიპაჟების განსათავსებლად და წვრთნისთვის.
2022 წლიდან რუსეთი MiG-31K-ებს იყენებს "კინჟალის" რაკეტების გასაშვებად. MiG-31 თვითმფრინავები ხშირად ბაზირდებიან ან დროებით გადაადგილდებიან ჩრდილოეთ რუსეთის აეროდრომებზე (მათ შორის სავასლეიკაში), ასევე ბელარუსში.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს