უკრაინის გენშტაბი - უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს ATACMS რაკეტებით დაარტყა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ გამოიყენა შორი დისტანციის ATACMS რაკეტები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გამოიყენეს ATACMS ტაქტიკური სარაკეტო სისტემები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე ზუსტი დარტყმის განსახორციელებლად“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
უკრაინელი დამცველების მიერ განხორციელებული კონკრეტული სამიზნეები ჯერ კიდევ უცნობია.
"შორი მოქმედების იარაღის, განსაკუთრებით ATACMS-ის გამოყენება გაგრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი




