Logo

უკრაინის გენშტაბი - უკრაინასთან ომში რუსეთმა მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინა
262
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 000 340 (+1140) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.06.25-მდე: ტანკები – 10 933 (+6), ჯავშანტექნიკა – 22 786 (+3), საარტილერიო სისტემები – 29 063 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1413 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1184 (+1), თვითმფრინავები – 416 (+0), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 40 435 (+138), ფრთოსანი რაკეტები – 3337 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 51 715 (+136), სპეციალური ტექნიკა – 3914 (+0).

Advertisement