უკრაინის გენშტაბი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კლიშჩიივკას რაიონში ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დამცველებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ დონეცკის ოლქის კლიშჩიივკას რაიონში, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის და ბახმუტის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. თავდასხმის ოპერაციების შედეგებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებს აქვთ ნაწილობრივი წარმატება დონეცკის ოლქის კლიშჩიივკას რაიონში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გენშტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე ოკუპანტებთან 17 შეტაკება მოხდა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს