Logo

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის შტურმს აგრძელებენ

უკრაინა
461
Frontnews image description

რუსი დამპყრობლები ცდილობენ დაიკავონ მთელი სევეროდონეცკი, ლუგანსკის რეგიონი. ამ დროისთვის ისინი აკონტროლებენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

მისივე ცნობით, გარდა ამისა, დომინანტური სიმაღლეების დასაპყრობად, მტერი ცდილობს ლუგანსკის ოლქში ნიკოლაევკას მიმართულებით შეტევა განახორციელოს.

 

“სევეროდონეცკის მიმართულებით დამპყრობლები არტილერიის მხარდაჭერით აწარმოებენ თავდასხმის ოპერაციებს ქალაქ სევეროდონეცკში, აკონტროლებენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს. გარდა ამისა, დომინანტური სიმაღლეების დაკავების მიზნით, მტერი ცდილობს დაიწყოს შეტევა ნიკოლაევკას მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement