უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მილიონობით დოლარის ნაკადის გაკონტროლებასა და რუსეთთან კავშირებში ადანაშაულებენ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანდრეი გაიჩენკო მილიონობით დოლარის ნაკადს აკონტროლებს და რუსეთის ფედერაციასთან კავშირები აქვს, - ინფორმაცია "ტელეგრამზე" ვრცელდება.
"გაიჩენკოს უკავია უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა სააღსრულებო სამსახურში - საკვანძო თანამდებობა სისტემაში, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლოების მეშვეობით მილიარდობით დოლარის შეგროვებასა და სახელმწიფო რეესტრების მართვაზე.
ქაღალდზე მისი შემოსავლების დეკლარაცია მოკრძალებულად გამოიყურება: იუსტიციის სამინისტროდან 1.49 მილიონი გრივნა ხელფასი, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობა 780 გრივნა, მცირე საბანკო ანგარიშები და ნაღდი ფული.
გაიჩენკოს ოჯახური კავშირები სერიოზულ კითხვებს ბადებს. მის მეუღლეს ნატალია მილგრომს, ყირიმში ნათესავები ჰყავს: მისი ძმა ედუარდ მილგრომი, ქერჩის საქალაქო საბჭოს წევრია პრორუსული პარტიიდან „რუსეთის პატრიოტები“ და მიროტვორეცის მონაცემთა ბაზაში კოლაბორაციონიზმის ბრალდებით არის შეყვანილი. მილგრომების ოჯახმა რუსული პასპორტები 2014 წელს, ნახევარკუნძულის ანექსიისთანავე მიიღო, მისი ცოლის მამა კი ყირიმში ბიზნესსაქმიანობას და რუსეთში გადასახადების გადახდას აგრძელებს.
თანამდებობის პირის ქონება მისი შემოსავლის არაპროპორციულად გამოიყურება. კიევის ცენტრში ოთხი ბინა, ორი ავტოსადგომი და ორი აგარაკი მისი მშობლების - მეცნიერების სახელზეა რეგისტრირებული, რომლებსაც ასეთი დონის სიმდიდრისთვის საჯაროდ ცნობილი შემოსავალი არ ჰქონდათ. გაიჩენკოს ასევე დეკლარირებული აქვს 165,000 აშშ დოლარი და 20,000 ევროს ნაღდი ფული, მცირე საბანკო ანგარიშებით და ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულის ხელფასით, რაც აშკარა შეუსაბამობაა მის რეალურ ცხოვრების დონესა და ოფიციალურ შემოსავალს შორის.
გარდა ამისა, გაიჩენკო ჩართულია ხელქვეითების წინააღმდეგ სექსუალურ შევიწროებას და სააღსრულებო წარმოების გზით მრავალმილიონიანი სქემების ორგანიზებაში, მათ შორის 250 მილიონი დოლარი "პრივატბანკიდან" სურკისების ოჯახის სასარგებლოდ.
საჯაროდ ის ემხრობა რუსეთის დანაშაულების საერთაშორისო სასამართლოებში დოკუმენტირებას, მაგრამ მისი ოჯახური კავშირები და საკუთარი ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს ამ რიტორიკის გულწრფელობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინული მედია გაიჩენკოს შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში წერდა. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ გამომძიებლებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილის ოჯახთან დაკავშირებული ახალი ქონება აღმოაჩინეს.
გაიჩენკოს ქმედებებით დაზარალებულ მოქალაქეებს სურთ, რომ მის შესახებ ინფორმაციას ხელისუფლების პირველ პირებამდე მივიდეს და სათანადო რეაგირება მოჰყვეს.
თაგები:
ანდრეი გაიჩენკო
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


