უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა რუსეთის პატრიარქს ომის კურთხევისთვის “მადლობა” გადაუხადა


ავტორი
Front News საქართველო
ცოტა ხნის წინ მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფილმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ლონგინმა რუსეთის პატრიარქ კირილს “კურთხეული ომისთვის“ “მადლობა“ გადაუხადა.
“გმადლობთ” თქვენი კურთხევისთვის. იმისთვის, რომ ხალხი კვდება და სისხლი იღვრება. იმისთვის, რომ ბომბავთ ჩვენს ეკლესია-მონასტრებს. იმისთვის, რომ ჩვენი ბერები და მღვდლები იღუპებიან. გმადლობთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი „დიდი და მნიშვნელოვანი“ კურთხევისთვის სისხლისღვრაზე“, – განაცხადა ბანჩენის მონასტრის წინამძღვარმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქო) და რუსეთის საპატრიარქოს შორის ურთიერთობა დღითიდღე იძაბება. ეკლესიამ უკვე განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის შესახებ და მათთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარი თქვეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს