უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საეპისკოპოსო კრებაზე ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ამიერიდან ქვეყანაში ქრისტესშობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება.
შეიცვლება სხვა საეკლესიო დღესასწაულების თარიღებიც, მათ შორის, ნათლისღება 19 იანვრის ნაცვლად 6 იანვარს აღინიშნება, წმინდა ნიკოლოზის დღე – 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს.
ახალი კალენდარი არ ეხება აღდგომას.
ახალ კალენდარზე საბოლოო გადასვლის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება 27 ივლისს ადგილობრივ საბჭოში, ეკლესიის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში მიიღება.
ამასთან, ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ საკითხი გადაწყვეტილია და ახალ კალენდარზე გადასვლა 1 სექტემბრიდან იქნება.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს