უკრაინის მასშტაბური დაბომბვა 2 იანვარს – დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში რუსეთის დღევანდელი მასიური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური ავრცელებს.
მაშველების ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, უკრაინაში დღევანდელი დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ცნობილია, რომ დაიღუპა 5 ადამიანი.
ქალაქებში სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ: კიევში ორ მისამართზე ხანძრის ჩაქრობა გრძელდება, ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის ავარიული კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას დღეს რაკეტებით და “შაჰიდებით” შეუტიეს, მთავარი სამიზნე კიევი იყო. მტერმა გამოიყენა დიდი რაოდენობით ფრთოსანი რაკეტები, ასევე, 10 ჰიბერბგერითი რაკეტა “კინჟალი”. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 72 რუსული რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს