Logo

უკრაინის მიტროპოლიტი – კირილ გუნდიევმა უკვე გააკეთა არჩევანი ანტიქრისტეს საქმეების სასარგებლოდ, შეხედეთ მისი მოძღვრების შხამიან ნაყოფს, ნუ იქნებით მისი თანამზრახველები

უკრაინა
323
Frontnews image description

მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა გენოციდია, – ასე ეხმაურება კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა და მკვლელობის ამსახველ ფაქტებს.

 

“კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, ვინც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გაიგო სიმართლე ან არ უნდა მისი გაგება: “რუსული საზომის” იდეოლოგია იგივეა, რაც ნაციზმის იდეოლოგია. ის ამართლებს ძალადობას, მკვლელობას, ომს და გენოციდს და ამიტომ უნდა იყოს უარყოფილი და დაგმობილი ისევე, როგორც დაგმობილია ნაციზმი, მისი იდეოლოგები და მისი დანაშაულებები. ამ კრიმინალური იდეოლოგიის თანაშემქმნელები და ლიდერები არიან მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელი კირილ გუნდიაევი და მისი თანამოაზრეები. ის თავის ქვეშევრდომებთან ერთად არა მხოლოდ ყველანაირად ანთებდა ამ ცეცხლს, არამედ აშკარად აკურთხებდა ჯალათებს და მკვლელებს  საკუთარი ყალბი ბაგეებით ღვთისა და ეკლესიის სახელით მათი ბინძური საქმისთვის.

 

კირილ გუნდიევმა უკვე გააკეთა არჩევანი ანტიქრისტეს საქმეების სასარგებლოდ. მოვუწოდებ მათ, ვისაც ის ჯერ კიდევ მწყემსად ჰყავს – გაახილეთ თვალები, შეხედეთ მისი მოძღვრების შხამიან ნაყოფს, თავი აარიდეთ უკანონოებს, ნუ იქნებით მისი თანამზრახველები!”,- წერს ეპიფანე. 

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fepifaniy%2Fposts%2F543987080429151&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”560″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement